ეკონომიკა
ქორწინების ბეჭედი 41,61%-ით გაძვირდა - რა ღირს ოქრო საქართველოში?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე - ფასი 41,61%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოქროს ბეჭედი ერთ-ერთია იმ პროდუქტების სამეულში, რომელიც წელიწადის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა.

ოქროს ფასი მსოფლიო მასშტაბით გაძვირდა და აგვისტოში რეკორდულ ნიშნულზეც იყო. ძვირფასი ლითონი საქართველოში ძვირდებოდა. როგორც ოქროს ბირჟაზე აცხადებენ, წლის დასაწყისიდან ერთი გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში 583 სინჯის გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 108-110 ლარია. 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულებამ კი 195-200 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა.
| Print |