ეკონომიკა
ახალციხეში დამწყებ ბიზნესმენებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ახალციხის ციხეზე „აწარმოე საქართველოს“ პროექტში ჩართული დამწყები მეწარმეებისთვის, ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრის მიზანი სამეწარმეო ფორმებისა და საგადასახადო ანგარიშგების შესახებ მომავალი ბიზნესმენების ინფორმირებულობა იყო.

სამეწარმეო ორგანიზების ფორმებისა და საგადასახადო ანგარიშგების ექსპერტის ეკა გეგეშიძის თქმით, იგეგმება 500-მდე ბენეფიციარის გადამზადება. ტრენინგები მცხეთაში, ოზურგეთსა და ბათუმში უკვე ჩატარდა.

„პროექტის მიზანია ბენეფიციარების უნარების გაძლიერება, საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგება. ამ ტრენინგის შემდეგ, დამწყები ბიზნესმენები შეძლებენ საკუთარი ბიზნესი გაზარდონ და გადასახადები სწორედ გადაიხადონ“, - ამბობს ტრენერი ეკა გეგეშიძე.

მსგავსი სახის შეხვედრებს ეკონომიკის კუთხის კვლევის ცენტრი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ატარებს.

| Print |