ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2059 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2059 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2059 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.2878 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0819 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7560 ლარია. მაშინ, როცა 30 ოქტომბერს მოქმედი კურსი 3.8415 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0855 ლარი შეადგინა.

30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.
| Print |