ეკონომიკა
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი წელს 3-ჯერ გაიზრდება. როგორც შპს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თუ შარშან იტალიაში 15 ტონა პროდუქტი გავიდა, წელს დეკემბერში 45 ტონამდე იქნება.

მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა, უცხოეთში პროდუქტის პოპულარობამ განაპირობა.

"რაც შეეხება ლოკოკინების ექსპორტს, ამ მიმართულებით პრობლემა არ გვქონია, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ახლა ვამზადებთ საექსპორტო პროდუქტს, რომელსაც დეკემბერში გავიტანთ. შარშან იტალიაში გავიტანეთ 15 ტონა, წელს იქნება 45 ტონა. მოთხოვნა ძირითადად მოდის იტალიიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან. ჩვენ წელსაც უშუალოდ იტალიაში ვაგზავნით“,-ამბობს მერაბ ნადაიარა.

მისი თქმით, პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, უცხოელი პარტნიორების მოძიება რთული არ არის. თუმცა, ცოცხალი ლოკოკინები საქართველოში პოპულარობით მაინც ვერ სარგებლობს.

„ცოცხალ ლოკოკინაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა ცნობადობის ამაღლებამ. ეს არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი, ცილების მაღალი შემადგენლობით (ქოლესტერინი აქვს - 0). უცხოეთში იციან ამის შესახებ, მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. რეალიზაცია არ ჭირს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ მოთხოვნა ჯერ კიდევ არ არის. ჩვენთან მხოლოდ გადამუშავებულის რეალიზაციას ვგეგმავთ“
, - განაცხადა მერაბ ნადარაიამ.

წყარო: bpn.ge
| Print |
თეგები: ლოკოკინა /