ეკონომიკა
მოსახლეობის მხარდაჭერა პანდემიის გამო თუ წინასაარჩევნო პიარი?
პანდემიის პერიოდში, საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა. საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა და ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა, სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარების გეგმა შეიმუშავა. ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღეს მეწარმეებმა, თვითდასაქმებულებმა, ასევე გამოყო თანხები, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფომ ოჯახებს სამთვიანი კომუნალური გადასახადიც დაუფარა.

ერთჯერადი ფულადი დახმარება მეწარმეებისთვის, თვითდასაქმებულთათვის და ბავშვებისთვის - პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობამ დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხები გამოყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ კრიზისის ფონზე ერთჯერადი დახმარება მათთვის არასაკმარისი, თუმცა მნიშვნელოვანი იყო. მოსახლეობის ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს ჟესტი წინასაარჩევნო პიარს უკავშირდება და ეპიდვითარება მათ სასარგებლოდაა გამოყენებული.

პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმიწოფომ ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო. 18 წლამდე ასაკის მოზარდების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ლ დეკემბრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში, თითოეულ ოჯახს სახელმწიფო დაუფარავს.

| Print |