ეკონომიკა
პანდემიის გამო ახალციხის ბაზრის თანამშრომლებმა სამსახური დაკარგეს
კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ქვეყანაში ექსპორტი და იმპორტი შემცირდა. დასაქმებულების უმეტესობა სამსახურის გარეშე დარჩა. პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ის მცირე მეწარმეებიც, რომლებიც ახალციხის სავაჭრო ცენტრში მუშაობენ. იმის გამო, რომ რეალიზაცია ვეღარ მოახდინეს, შეძენილი პროდუქტი გაუფუჭდათ. ქირა ვეღარ გადაიხადეს, ამიტომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოვაჭრეები იძულებულნი გახდნენ სამუშაო ადგილები დაეტოვებინათ.


მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |