ეკონომიკა
პანდემიის პერიოდში, უმუშევართა რაოდენობა 14 900-ით გაიზარდა (ინფოგრაფიკა)
საქართველოში მთავარი პრობლემა შემოსავლების დაბალი დონე და სიღარიბეა. ოფიციალური სტატისტიკით 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მოსახლეობის 19.5% აღმოჩნდა. მოქალაქეთა მტკიცებით, ქვეყანაში სიღარიბე დღემდე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. ვიდრე 2020 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება, სოციოლოგიურ თუ სატელევიზიო გამოკითხვებში მოსახლეობა ირწმუნება, რომ პანდემიის პირობებში მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. მოსახლეობის შეფასების მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკა განსხვავებულია.
2019 წელს უმუშევრობის დონემ საქართველოში 11.6% შეადგინა, რაც ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო წლების მონაცემებით და განსაკუთრებით კოვიდ19-ის პერიოდში, უმუშევრობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა და ნომერ პირველი პრობლემად იქცა. საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ პირველ კვარტალში 1667.5, ხოლო მეორე კვარტალში 1684 ათასი შეადგინა, უმუშევრობის დონემ კი ქვეყანაში 11.9%-სა და 12.3 %-ს მიაღწია.

რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელთან შედარებით, უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში 14 900-ით გაიზარდა. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს რეგიონში მათმა რიცხვმა 5.5% შეადგინა.

2019 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე. უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებთან შედარებით, გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში. ანგარიშის თანახმად, უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით, ტრადიციულად მაღალია კაცებში. 

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |