ეკონომიკა
ფულადი გზავნილებით საქართველოში რუსეთი ლიდერობს
კოვიდ19-ის პანდემიის გამო, საქართველოში, უცხოეთიდან გზავნილების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა. შემცირებული თანხების მიუხედავად, თანხის სიმრავლით მაინც რუსეთი ლიდერობს. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში, მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში თუ 29.8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, 2020 წლის სექტემბერში ამ თანხამ 35.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან გადმორიცხული თანხის ოდენობა ყველაზე ნაკლები 2020 წლის აპრილის თვეში იყო - 9.6 მლნ აშშ დოლარი, მაშინ როცა ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის აპრილში, გადმორიცხული თანხა 34.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

2018 წლის სექტემბრიდან 2020 წლის სექტემბერის ჩათვლით, საქართველოში უცხოეთიდან, ყველაზე ნაკლები თანხა ასევე 2020 წლის აპრილში გადმოირიცხა და ჯამში 69.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ყველაზე მეტი 2020 წლის სექტემბერში - 192.7 მლნ აშშ დოლარი. როგორ იმოქმედა კოვიდ19-მა ეროვნულ ვალუტაზე, შემცირდა თუ არა გადმორიცხვები ქვეყანაში - საქართველოს ეკონომიკა ციფრებში ასე გამოიყურება:

მეორე ხუთეულში შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:

მე-11 ადგილი უკავია საფრანგეთს 2.98 მლნ აშშ დოლარით, მე-12 ადგილზე პოლონეთი - 2.6 მლნ აშშ დოლარით. დანარჩენი ქვეყნებიდან საქართველოში გადმორიცხული თანხა ორ მილიონ აშშ დოლარს ვერ აღწევს. 

მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |