ეკონომიკა
ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება

 

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, გაფართოვდა ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე.

“პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, მაინც მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას. დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ, 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული".

პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან rs.ge, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები და ობიექტის მფლობელები. 

ვიდეო ინსტრუქცია ერთჯერადი, 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:    როგორ მივიღოთ დახმარება



 

| Print |