ეკონომიკა
სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი მცირედით გაიზარდა - TBC Capital
TBC Capital-ის ყოველკვირეული ეკონომიკის აღდგენის დინამიკის მიმოხილვის მიხედვით, იპოთეკური სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი მცირედითაა გაზრდილი.

„6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი წინა კვირასთან შედარებით 1პპ-ით გაიზარდა და 37.6%-ს შეადგინა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ 1-22 დეკემბრის პერიოდში გაცემული ახალი იპოთეკური სესხების წლიური ზრდა დადებით ნიშნულზეა და ამ პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 11.4%-ით გაიზარდა.
| Print |