ეკონომიკა
რა ვიყიდეთ და გავყიდეთ რუსეთში 2020 წელს
2020 წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერში) საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 202 400 000 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 12.6%-ით, ხოლო იმპორტი 9.2%-ით შემცირდა.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 95 106 200 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 92 136 100 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 33 661 200 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 25 258 600 დოლარი
  • ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 19 936 100 დოლარი
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 116 091 500 დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 97 562 900 დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 35 708 100 დოლარი
  • მზესუმზირის ზეთი - 32 486 100 დოლარი
  • სატელეფონო აპარატები - 27 114 000 დოლარი
| Print |