ეკონომიკა
ვის გაეზრდება შემოსავალი 2021 წლიდან?
საქართველოში 1 იანვრიდან მასწავლებლებსა და პენსიონერებს შემოსავალი გაეზრდებათ.

პენსიები იზრდება

წელს ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი პენსიონერებს ელოდება – პენსიები ასაკობრივი პენსიონერებისთვის კვლავ გაიზრდება და ასე იქნება ყოველ წელს.

პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის გაიზრდება ინფლაციის, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%–ის გათვალისწინებით.

2021 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერები 240 ლარს, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერები 275 ლარს. ამჟამად საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წელია განსაზღვრული.

მასწავლებლების ხელფასი იზრდება
გაზრდილ ხელფასს 1 იანვრიდან მასწავლებლების ნაწილიც მიიღებს. სრული სამუშაო დატვირთვის მქონე სახელმწიფო სკოლების მასწავლებლები 100 ლარით მეტ ხელფასს მიიღებენ.

მასწავლებლების ხელფასის მატება სკოლების დაფინანსების 106 მლნ ლარით ზრდის ფარგლებშია გათვალისწინებული.

ახალი კომპენსაციები უმუშევრებს
შეზღუდვების ახალი ტალღის პერიოდში, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო, ოფიციალური სამუშაოს გარეშე დარჩენილები 1 იანვრიდან ფულად კომპენსაციებს მიიღებენ.

კომპენსაციის ოდენობაა 200 ლარი და ის ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა. უმუშევრებს რეგისტრაციის გავლა თვითონ არ მოუწევთ. ინფორმაციას დაკარგული სამუშაოს შესახებ მათი დამსაქმებლები წარადგენენ.პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მე-10 მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მასწავლებლების, ექიმების, პოლიციელებისა და მეხანძრე მაშველების სოციალურ და სახელფასო უზრუნველყოფაზე.

მისი თქმით, გარკვეული დრო იქნება საჭირო იქამდე სანამ მათი ანაზღაურება ღირსეული გახდება.

„ყველაფერს გავაკეთებთ მეხანძრე-მაშველის, ექიმის, პოლიციელისა და მასწავლებლებისთვის. ეს ის ხალხია, ვისზეც სახელმწიფო დგას. მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა უნდა იყოს ღირსეული. სანამ (ანაზღაურება) ღირსეული გახდება, მერწმუნეთ ამისთვის კიდევ გარკვეული დრო დაგვჭირდება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა.

გახარიას თქმით, აღნიშნული კატეგორიებისთვის ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და ამ კატეგორიების ნაწილს ხელფასი წელსაც გაეზარდათ.

| Print |