ეკონომიკა
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა. 1-ელი თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.2 თეთრით გაუფასრუდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.3048 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა გამყარდა. კურსი 1.28 თეთრით შეიცვალა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 3.9909 ლარი გახდა.

1 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან. ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.5296 ლარი ეღირება.

იანვარში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 2 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ორი სავალუტო აუქციონის მეშვეობით $70 მილიონი გაყიდა.
| Print |