ეკონომიკა
თურქეთიდან შემოტანილი 24 500 კგ. კარტოფილი დაავადებული აღმოჩნდა
შემოსავლების სამსახურმა 24 500 კილოგრამი კარტოფილი საზღვრიდან უკან გააბრუნა. პროდუქტი ექსპორტიორ ქვეყანაში, თურქეთში გაიგზავნა.

„საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში" კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანას - თურქეთს კარტოფილი უკან დაუბრუნდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში თურქეთს 25 ათასი კგ პროდუქტი დაუბრუნდა, ნოემბერში კი - 23 450 კგ. ორივე შემთხვევაში მიზეზი კარტოფილში აღმოჩენილი კიბოს დაავადება იყო.
| Print |