ეკონომიკა
დღეიდან ღია სივრცეში კვების ობიექტები გაიხსნა
15 თებერვლიდან კვების ობიექტებს და რესტორნებს ღია სივრცეში მუსაობის განახლების უფლება აქვთ. შეზღუდვა კვლავ შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

„15 თებერვლიდან, შემდგომი კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე", - განაცხადა გახარიამ 4 თებერვალს.
| Print |