ეკონომიკა
ერთ წელიწადში საქართველოს ვალი 2,112 მილიარდი დოლარით გაიზარდა
ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2,112 მლრდ. დოლარით გაიზარდა. ეს არის ყველაზე დიდი ზრდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შეადგენს 7,789 მლრდ. დოლარს (დღევანდელი კურსით 25,726 მლრდ ლარს). 2020 წლის იანვრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 5,677 მლრდ. დოლარი იყო. 

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 914,036 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,141 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,724 მლრდ დოლარს აჭარბებს.
| Print |