ეკონომიკა
თებერვალში საარსებო მინიმუმი 1.6 ლარით გაიზარდა
2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.6 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 195.6 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.8 ლარით არის შემცირებული. შარშან თებერვალში საარსებო მინიმუმი 199 ლარს შეადგენდა.
| Print |