ეკონომიკა
124 300 მსესხებელს სესხი გაუძვირდა - საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50%-ით განისაზღვრა.

„საზოგადოება და ბანკების” ცნობით, 2021 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124 300 სესხია გაცემული, რომლებსაც საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით გაეზრდებათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7 241.7 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

"124 300 ხელშეკრულებიდან 36 100 სამომხმარებლო ტიპის სესხია. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 თებერვლის მონაცემებით, ასეთი 54 800 სესხია მიბმული, 

29 300 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხების გასაცემად. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული".


„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ეს გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელებაა. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.
| Print |