ეკონომიკა
შემოსავლის რა ნაწილს ხარჯავს ოჯახი სურსათის შესაძენად?
საქსტატმა გამოაქვეყნა შინამეურნეობების (ოჯახების) ხარჯების ამსახველი სტატისტიკა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს ოჯახები თვეში საშუალოდ 1 038 ლარს ხარჯავენ. სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის ხარჯები 2019 წელთან შედარებით 9.4%-ით შემცირდა, რაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისით არის განპირობებული.

ხარჯების სტრუქტურა ასეთია:

  • სამომხმარებლო ხარჯები - 70.1%;
  • არასამომხმარებლო ფულადი ხარჯები, მათ შორის ფინანსური ხარჯები - 22.8%;
  • არაფულადი ხარჯები - 7.1%.

შესაბამისად, ყველაზე მაღალი ხარჯი სამომხმარებლო პროდუქტების და მომსახურებების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯებია. მათ შორის კი 42%-ით პირველ ადგილზე სურსათის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯებია. მთლიანობაში ხარჯების სტრუქტურა ასეთია:

წყარო: bm.ge
| Print |