ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს
8 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.98 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1471 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.56 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8316 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.05 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3657 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.48 თეთრით შემცირდა და 4.4494 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 9 ივნისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.
| Print |