ეკონომიკა
ადგილობრივ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასები 6.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2021 წლის პირველ 3 თვეში, ქვეყნის შიგნით წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები საშუალოდ, 6.8%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, 2020 წლის იანვარ-მარტში მონაცემი 7.1%-ზე იყო.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მსგავსად ფასების ზრდის ტემპს ასახავს. თუმცა ამ ორ ინდექსს შორის განსხვავებები მაინც არსებობს,

მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას ასახავს, მაშინ როცა სამომხმარებლო ფასების ინდექსი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ იმპორტირებულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილების სურათს გვაძლევს.
| Print |