ეკონომიკა
ზეთი და ცხიმი - 47.1%-ით გაძვირდა - კიდევ რაზე გაიზარდა ფასები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 9.9%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 %-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი - 47.1%;
ბოსტნეული და ბაღჩეული - 16.6%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 13.7%;
თევზეული - 11.1%;
რძე, ყველი და კვერცხი - 10.6%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 7.3%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 7.2%;
პური და პურპროდუქტები - 5.5%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 5.3%.
ამასთან, ფასები შემცირებულია:

ხილსა და ყურძენზე - 19.5%;
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა: - 22%-ით.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.5%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 14%;
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.3%;
წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5%;
| Print |