ეკონომიკა
ერთ წელიწადში ნავთობი 33.5%-ით გაძვირდა - რა ღირს საწვავი საქართველოში
საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის საშუალო ფასი 33.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს: ამ ერთი წლის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 46.7%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ერთ ლიტრზე საშუალოდ 2,88 ლარია. გარდა ამისა, გაზრდილია Super 95-ის ფასიც. ერთ წელიწადში მატება 41.84% იყო. მისი საშუალო ფასი საქართველოში 2,97 ლარია.

ერთ წელიწადში 32.52%-ით გაიზარდა ფასი Premium 98-ის საწვავზე და მისმა საშუალო ფასმა დაახლოებით, 3 ლარი შეადგინა. ასევე 37.23%-ით მოიმატა ფასმა დიზელის ტიპის საწვავზე და მისი საშუალო ღირებულება ერთ ლიტრზე 2,88 ლარია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი 4.34%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ ლიტრზე 1,35 ლარი შეადგინა. ამასთან, ერთ თვეში თხედავი გაზის ფასი შემცირების ტენდენციას ავლენდა და მისმა კლებამ 10.15% შეადგინა.
| Print |