ეკონომიკა
BOOKING.COM-ზე ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირი დღგ-ით დაიბეგრება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რეგისტრაციის პორტალის – BOOKING.COM-ის მიერ, მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, უცხოელ დასაბეგრ პირს, ამ შემთხვევაში BOOKING.COM-ს, დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ, მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

,,თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: თუ არამეწარმე ფიზიკური პირი BOOKING.COM-ზე განათავსებს ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი დასაბეგრი პირი (აღნიშნულ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ის თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც მომხმარებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან” - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |
თეგები: BOOKING.COM / დაბეგვრა / დღგ /