ეკონომიკა
ქართული პროდუქციის ექსპორტი 27,6%-ით გაიზარდა - რას და სად ვყიდით
2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1,884.7 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.2 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 73.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.6 %-ით გაიზარდა და 1, 377 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • ჩინეთი (274.0 მლნ. აშშ დოლარი)
  • რუსეთი (239.5 მლნ. აშშ დოლარი)
  • თურქეთი (155.6 მლნ. აშშ დოლარი).
ამასთან, 2021 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 391.0 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 186.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.4 მლნ. აშშ დოლარით.
| Print |