ეკონომიკა
საქართველოდან ცხვრის ექსპორტი რეკორდულად იზრდება - სად ვყიდით წვრილფეხა საქონელს
2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ცოცხალი თხების და ცხვრების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყნიდან 5-ჯერ მეტი წვრილფეხა საქონელი გავიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე გავიდა 16,503 მლნ დოლარის ღირებულების 4 973 ტონა საქონელი, შარშან კი 983,8 ტონა, ექსპორტიდან შემოსავალი კი 3,265 მლნ დოლარი იყო.

წელს საქართველოდან ცოცხალი ცხვარი და თხა 5 ქვეყანაში გავიდა. კერძოდ:

  • საუდის არაბეთი - 13,138 მლნ დოლარი (3 861 ტონა)
  • აზერბაიჯანი - 2,474 მლნ დოლარი (813,5 ტონა)
  • ქუვეითი - 603,1 ათასი დოლარი (239,7 ტონა)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 175 ათასი დოლარი (30 ტონა)
  • ყატარი - 112,5 ათასი დოლარი (28,8 ტონა)
| Print |