ეკონომიკა
შვიდ თვეში მთავრობამ სამ მილიარდ ლარზე მეტი სესხი აიღო
როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, 2021 წლის 7 თვეში ქვეყნის მთავარი ხაზინის შემოსულობებმა ჯამში 10,273 მლრდ ლარი შეადგინა. მოცემული შემოსულობების 66.1% შემოსავლებზე მოდის, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში შემოსავლების სახით ბიუჯეტში 6,791 მლრდ ლარი შევიდა.

ბიუჯეტის ზრდა ახალი ვალების აღების ხარჯზეც ხდება, რაზეც მოწმობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გამოქვეყნებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყნის ვალდებულებების ზრდა 3,308 მლრდ ლარი იყო. შესაბამისად, ვალდებულებების წილი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 32.2%-ს შეადგენს. ვალების აღების წილი მთლიან შემოსულობებში 2019 წელს მხოლოდ 9%-ს შეადგენდა.
| Print |