ეკონომიკა
მსესხებლების 12,8% კრედიტს ვერ იხდის - "კრედიტინფო"
საქართველოში მსესხებლების 12,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფოს“ 2021 წლის აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 229 854 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 424 005 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 800 430 ადამიანს აქვს, ჯამში 29 123 121 918 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 88,4% საბანკო სექტორზე მოდის. ივლისის მდგომარეობით, ბანკებიდან 26 881 370 928 ლარის მოცულობის კრედიტი 1 590 916 მსესხებელს აქვს აღებული.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 558 109 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 1 759 220 654 ლარს შეადგენს. კიდევ 18 814 ადამიანს კი სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან, ჯამში 482 530 336 ლარის.
| Print |