ეკონომიკა
დარგები, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ
2021 წლის მე-2 კვარტალში, საქართველოში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 177.9 ლარით გაიზარდა და 1 328 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173 (გაიზარდა 12.4%-ით);
  • მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4%-ით).

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077.8 ლარით, ხოლო კაცების - 1 560 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის, ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
| Print |