ეკონომიკა
საქართველოში პური 10 თეთრით გაძვირდა
საქართველოში ქარხნული პური 10 თეთრით გაძვირდა. ამის შესახებ “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ განაცხადა. მალხაზ დოლიძე აცხადებს, პურის ფასის ზრდა ძირითადად, ნედლეულზე ფასის მატებამ გამოიწვია. როგორც მან აღნიშნა, ფქვილის ფასი დღესაც გაიზარდა და 1 ტომარა 73 ლარი ღირს. გარდა ამისა, მისივე თქმით, გადასახადებიც საკმაოდ მაღალია.

ფასი გაიზარდა ზოგიერთ თონეშიც, სადაც პური 20 თეთრით არის გაძვირებული.

ოქტომბრიდან პურის გაძვირებაზე პურის მცხობელთა ასოციაცაში ჯერ კიდევ სექტემბერში საუბრობდნენ. როგორც მაშინ მალხაზ დოლიძე აცხადებდა, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებდა, ოქტომბრიდან პურის ფასი გაიზრდებოდა.
| Print |