ეკონომიკა
საქართველოში საყოფაცხოვრებო ხარჯები 12.8%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 %),
პური და პურპროდუქტები (5.5 %),
თევზეული (4.2 %),
რძე, ყველი და კვერცხი (3.6 %),
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 %).
ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-1.1 %);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 % - ით.
ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (17.8 %), ისე ტანსაცმლის (3.7 %) ქვეჯგუფზე.

უწყების ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 %. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 %. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9 % - იანი მატება.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.4 % - ით.
| Print |