ეკონომიკა
სურსათზე ფასის რეგულირებისთვის პარლამენტს წინადადებით მიმართეს
პარლამენტს, სურსათზე ფასის რეგულირების შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. წინადადების ავტორი მარიამ ჭყონია.

საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება ფასები სურსათზე, რის გამოც რესტორნებში და კაფეებში ხშირად ხდება დანაშაულებრივი ქმედებები და გაორმაგებული და გაათმაგებული ფასებითაც კი, ტურისტების დაყაჩაღება. ეს კი უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე. გთხოვთ, იმსჯელოთ ჩემს საკანონმდებლო წინადადებაზე სურსათის ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა. მიღებული გადაწყვეტილება კი კომიტეტმა ბიუროს უნდა აცნობოს
.
| Print |