ეკონომიკა
როგორია ადგილობრივი პროდუქციის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს თვითუზრუნველყოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყურძენს, ცხვრის და თხის ხორცს აქვს, ყველაზე დაბალი კი - ხორბალზე მოდის.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ყურძნით თვითუზრუნველყოფა 145%-ს შეადგენს, ცხვრის და თხის ხორცის - 102%-ს, ხოლო ხორბლის 15%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ 85%-ის იმპორტს ვახორციელებთ.

წარმოგიდგენთ მონაცემებს პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის შესახებ:

სიმინდი - 68%
კარტოფილი - 92%
ბოსტნეული - 63%
ყურძენი - 145%
ხორცი - 49%
მრპ- ს ხორცი - 77%
ღორის ხორცი - 51%
ფრინველის ხორცი - 34%
რძე და რძის პროდუქტები - 81%
კვერცხი - 97%
ცხვრის და თხის ხორცი - 102%
ხორბალი - 15%

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია კვერცხის, ფრინველის, ასევე ღორის ხორცისა და ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წელს, კვერცხით თვითუზრუნველყოფა შეადგენდა 91%-ს, ფრინველის ხორცით - 31%-ს, ღორის ხორცით - 44%-ს, ხოლო ბოსტნეულით - 62%-ს.

ამასთან, შემცირებულია: სიმინდის, კარტოფილის, ყურძნის, ცხვრისა და თხის ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სიმინდით თვითუზრუნველყოფა შეადგენდა - 70%-ს, კარტოფილით - 93%-ს, ყურძნით - 151-ს, ცხვრისა და თხის ხორცით - 158%-ს.

რაც შეეხება ხორბალს, რძისა და რძის პროდუქტებს, ორი წლის განმავლობაში მაჩვენებელი უცვლელია.

წყარო: bpn.ge
| Print |