ეკონომიკა
ყავა გაძვირდა
ამ დროისთვის ყავის ფასი 10%-ით არის მომატებული. ყავის იმპორტიორები ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებენ კიდევ გაძვირდება თუ არა ყავა, თუმცა ადასტურებენ, რომ წინა წლებთან შედარებით ყავის ფასი საგრძნობლად გაზრდილია.

ფასის ზრდასთან ერთად, საქართველოში ყავის რეალიზაციის მაჩვენებელი შემცირდა. იმპორტიორებს უჭირთ მიზეზის დადგენა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ყავის გაძვირება რეალიზაციის კლებასთან პირდაპირ კავშირშია.

2021 წელს ყავის იმპორტი ქვეყანაში 17,2%-ით შემცირდა. იანვარ-თებერვალში საქართველოში ყავა 19 ქვეყნიდან შემოვიდა, მათ შორის ინდონეზიიდან ყველაზე მეტი - 59.6%, ასევე ვიეტნამიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. 

ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ჩაი და კაკაო 12.4 პროცენტით გაძვირდა.

ყავა და კაკაო საქართველოში არ იწარმოება. ქვეყანაში მუშაობს ყავის რამდენიმე ქარხანა, თუმცა მათ ნედლეული სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოაქვს და ადგილზე მხოლოდ მისი მოხალვა-დაფქვა-დაფასოება ხდება.
| Print |