ამინდი
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუშინ, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ90-კმ120 მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
| Print |