ეკონომიკა
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებებით განახლდება
2022 წელს მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა ცვლილებებით განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

„მომავალი წლიდან ამ მიმართულებაში პრიორიტეტი მიენიჭება შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყებას და არსებულის გაფართოებას, ასევე ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყებას და არსებული ბიზნესის გაფართოებას.

ამასთანავე, ევროკავშირის მხარდაჭერით, განისაზღვრა საპილოტე რეგიონები - იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გაიზრდება გრანტის მოცულობა, კერძოდ გახდება 40 000 ლარი. დანარჩენ რეგიონებში საგრანტო მოცულობა ისევ იქნება 30 000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ 2020 წლის კონკურსის გამარჯვებულ ბენეფიციარებს,”
- ნათქვამია ინფორმაციაში.

| Print |