ეკონომიკა
შემოწმებული ობიექტების 43% თანამშრომელთა სამუშაო საათებს არ აღრიცხავს
შემოწმებული ობიექტების 43% თანამშრომელთა სამუშაო საათებს არ აღრიცხავს. ამის შესახებ განცხადებას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი შრომის კოდექსის თანახმად, 1-ლი მარტიდან საქართველოში ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა დაევალა.

როგორც შრომის ინსპექციაში განაცხადეს, 10-ლი იანვრიდან მოყოლებული უწყების მიერ შემოწმებული 218 ობიექტიდან 94-ში დადგინდა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და წესის დაუცველობა.

შეგახსენებთ, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კომპანიებმა საკუთარი თანამშრომლების სამუშაო დრო ყოველთვიურად უნდა აღრიცხონ და დასაქმებულს გადაუგზავნონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა "სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე", ეს შეუძლებელია. შესაბამისი დოკუმენტი ჯანდაცვის მინისტრმა 12 თებერვალს დაამტკიცა.
| Print |