ეკონომიკა
საქართველოში გაზის გადასახადი 77,6%-ით გაიზარდა, დენის - 65,6%-ით, წყლის - 77,4%-ით
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა.

იმ პროდუქტებს შორის, რომელთა ფასიც ყველაზე მეტად გაიზარდა, კომუნალური გადასახადებიც ხვდება. კომბოსტოს შემდეგ, რომელიც თითქმის 200%-ით გაძვირდა, სწორედ აღნიშნული გადასახადები არის ყველაზე მეტად გაძვირებული.

(კომუნალურებზე ტარიფები 2021 წლის იანვრიდან გაიზარდა, მონაცემები კი შედარებულია 2020 წლის დეკემბერთან. 2021 წლის ინფლაციის მაჩვენებელი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს).

2021 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:

  • წყლის გადასახდელი - 77,4%-ით;
  • ბუნებრივი გაზის გადასახდელი - 76,6%-ით;
  • ელექტროენერგიის გადასახდელი - 65,6%-ით;
  • ნაგვის გატანის გადასახდელი - 58,1%-ით არის გაზრდილი.
| Print |