ეკონომიკა
სამინისტროების თანამშრომლებს დასვენებისთვის სახელმწიფო 7 მილიონ ლარს უხდის
1-ლიდან 10 იანვრის უქმე დღეების პერიოდში, ცხრა სამინისტროს თანამშრომლები ბიუჯეტიდან ჯამში 7 მილიონ ლარს მიიღებენ - ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი წერს.

22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოში 1-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდეს. რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს სამინისტროებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები უქმედ გამოცხადებული დღეებში? 

ფინანსთა, ეკონომიკის, რეგიონული განვითარების, იუსტიციის, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში დასაქმებული 26 768 თანამშრომელი ჯამში 7 143 844 ლარს იღებს.

,,ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი ანა აბაშიძის თქმით, ,,გამოდის რომ უქმე დღეებში, რომლის მიზეზი არც კი დასახელებულა, ჩვენ ვუხდით ხელფასს ადამიანებს, რომლებიც იმ მომენტში არ მუშაობენ".

| Print |