ეკონომიკა
ნავთობის ფასი 5%-ით გაძვირდა
ყაზახეთში მიმდინარე არეულობამ ნავთობის ფასი საგრძნობლად გაზარდა. ინვესტორები მიწოდების შეფერხებას შიშობენ. ირანის ბაზარი შედარებით ნაკლებად დაზარალდა, მიუხედავად იმისა, რომ მის მწარმოებლებს შორის ყაზახეთი მეორე ადგილასაა.

,,ამბოხებულებს ნამდვილად შეუძლიათ შეაჩერონ წარმოება და ექსპორტი", - განაცხადა ბიარნე მილდროპმა, შვედეთის ბანკის ანალიტიკოსმა.

ერთი კვირის განმავლობაში, ნედლი ნავთობის ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. პარასკევს ბარელის ფასმა 83 დოლარს გადააჭარბა. ამ პროცესებს არეულობის გარდა "ომიკრონის" ვარიანტის გააქტიურებასაც უკავშირებენ.

გასულ კვირას 19-მილიონიანი ყაზახეთის დიდ ნაწილში საპროტესტო აქციები ნავთობის გაძვირების წინააღმდეგ დაიწყო.
| Print |