ეკონომიკა
დოლარის ფასმა ისევ მოიმტა
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0125 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0050 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 14 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.9687 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3594 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
| Print |