ეკონომიკა
ლარის კურსი ცვლილებებს განაგრძობს
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.9900 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.9850 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 17 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0008 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4113 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

| Print |