ეკონომიკა
რა ღირს ერთი დოლარი დღევანდელი მონაცემებით?
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.9770 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.9750 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 18 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.9778 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3843 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

| Print |