ეკონომიკა
მთავრობამ იანვარში 1.1 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2022 წლის იანვრის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ბიუჯეტმა გადასახადების სახით 1.1 მილიარდი ლარი აკრიფა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 30.5% იყო.

გადასახადებს შორის 455 მილიონი ლარი საშემოსავლო გადასახადი იყო, რაც ნიშნავს, რომ იანვარში ქვეყანაში ხელფასების სახით 2 მილიარდ ლარზე მეტი გაიცა.

რაც შეეხება სხვა გადასახადებს, მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტმა 155 მილიონი ლარი მიიღო, აქციზიდან შემოსავალი - 124 მილიონი, დღგ კი 468 მილიონი ლარი იყო.

ამავე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ვალი 382 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან 204 მილიონი შიდა ვალი, 177 მილიონი კი საგარეო ვალი იყო.

bm.ge
| Print |
თეგები: გადასახადი /