ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას კვლავ განაგრძობს
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1960 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1303 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 25 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1540 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5255 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

| Print |