ეკონომიკა
უდიდესი შანსია, სანქცირებულმა რუსულმა მოსახლეობამ და კომპანიებმა მაქინაციური ოპერაციები დაიწყონ საქართველოდან
უდიდესი შანსია იმის, რომ სანქცირებულმა რუსულმა მოსახლეობამ და კომპანიებმა (SWIFT-ის გათიშვის შემდეგ) მაქინაციური ოპერაციები და “ფულის გარეცხვა” დაიწყონ საქართველოდან,“-ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

უდიდესი შანსია იმის, რომ სანქცირებულმა რუსულმა მოსახლეობამ და კომპანიებმა (SWIFT ის გათიშვის შემდეგ) მაქინაციური ოპერაციები და “ფულის გარეცხვა” დაიწყონ საქართველოდან.

მიმდინარე სტატისტიკით უკანასკნელი 5 წლის გამმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით (უძრავი ქონების რეგისტრაცია, შპს-ს შექმნა და ა.შ) ლიდერობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და რუსული კომპანიები.

აუცილებლად უნდა დაწესდეს რეგულაცია რუსული კაპიტალის შემოსვლის და ფულის წრებრუნვის შესახებ. აუცილებლად უნდა შეუერთდეს საქართველო ეკონომიკურ კომპონენტში ევროკავშირის სანქციებს და არ მისცეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს და კომპანიებს ფინანსური ოპერირების საშუალება.

საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეუძლია იოპერიროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან ფინანსურ ასპექტში და თუ საქართველო გახდა რუსეთისთვის “ეკონომიკური ხვრელი” ეს ძალიან დაგვაზიანებს.

მაშინ როდესაც განაცხადი გავაკეთეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ეს ყოველივე შექმნის ევროპული სანქციების მორიგ თავიდან აცილების ეფექტს და დაგვიყენებს მძიმე შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე,“
- წერს აბესაძე.
| Print |