ეკონომიკა
როდემდე გაგრძელდება საწვავზე ფასის ზრდა?
„საწვავის ფასი გადასცდება 4 ლარს და ეს ტურბულენტობა იქნება მაისის ბოლომდე,“ - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ნუ შეგეშინდებათ საწვავის ფასის ზრდის. მოკლევადიან პერიოდში საწვავის ფასი გადასცდება 4 ლარს და ეს ტურბულენტობა იქნება მაისის ბოლომდე. ახლახან დავასრულე კვლევა და არსებული ინფორმაციის ანალიზი. მაისიდან ნავთობის მოპოვების სიხშირის ზრდის შედეგად ზაფხულში ბარელის სავაჭრო ფასი დარეგულირდება 50-60 დოლარის ფარგლებში.

თუ სახელმწიფომ მომდევნო 6 თვის პერიოდში დაიჭირა ინფლაცია და დოლარის კურსი დაასტაბილურა 2.5 ლარზე საწვავის ფასი იქნება 1 ლიტრის საშუალოდ 2 ლარი.

ჯერი სახელმწიფოზეა:


  1. მოახდინოს ინფლაციის დაწევა;
  2. ჩაატაროს საგადასახადო რეფორმა;
  3. დაასტაბილუროს დოლარის კურსი 2.5 ლარზე.

    ამისთვის რა უნდა გააკეთოს:
  • გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა;
  • მოიზიდოს ამ სტატუსის ქვეშ ახალი ინვესტიციები;
  • გადავიდეს მცირე მთავრობის მოდელზე;
  • დახარჯოს ხარჯვითი ნაწილიდან ბიუჯეტის 5 მილიარდი ლარით ნაკლები;
  • ჩაატაროს საგადასახადო რეფორმა;
  • გაუქმდეს საწვავზე აქციზის გადასახადი;
  • დღგ - გადავიდეს მცურავ რეჟიმზე და დადგეს 10% -ზე,“-წერს აბესაძე.
| Print |