ეკონომიკა
ახალგაზრდებისთვის ბიზნესის დასაფინანსებლად სამცხე-ჯავახეთში პროექტი იწყება

სამცხე-ჯავახეთში პროექტი: „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ იწყება. პროექტის მიხედვით, 18-35 წლის ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ შეავსონ განაცხადი, გაიარონ გადამზადება და მიიღონ 25 000 ლარამდე დაფინანსება.

პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში, კოლეჯ „ოპიზარში“ გაიმართა, სადაც კოორდინატორმა დაგეგმილი ტრენინგებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე პროექტში მონაწილეობის შესახებ მსმენელების კითხვებსაც უპასუხეს.

პროექტს საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის ექვსივე რაიონში მერსი ქორფსი (Mercy Corps Georgia), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ის ხელს შეუწყობს 1 500-ზე მეტ ახალგაზრდას განივითარონ სამეწარმეო უნარები და შექმნან ახალი, ან გააფართოონ უკვე არსებული ბიზნესი.
| Print |