ეკონომიკა
წარმოებაშეჩერებული "IDS ბორჯომი" და უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები

ყველა პრორუსი ოლიგარქი „დეოლიგარქიზაციას" დაექვემდებარება", - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. დაწესებული სანქციების გამო, დღეიდან მინერალური წყლის - "ბორჯომის" ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაურკვეველი ვადით გაჩერდა. 1 000-ზე მეტი თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიზეზი სანქცირებული მფლობელი და დაბლოკილი ანგარიშებია. დახურვამდე, "აიდიეს ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ თანამშრომლები და პროფკავშირის წარმომადგენლები.
| Print |