ეკონომიკა
ლარის კურსი ორი წლის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა
საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.26 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9036 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 0.51 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0738 ლარი გახდა.

ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის 12 მარტში იყო. 

0.98-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.6240 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.11 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 18.21 თეთრი გახდა.

| Print |